“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”

news
ავტ.: news ივნისი 2, 2016 21:08

“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთი რესურსცენტრიდან სკოლების დირექტორებმა მიიღეს წერილი, რომლითაც პედაგოგებს ეკრძალებოდათ მმართველი პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, სრული და გამიზნული სიცრუეა.

“მსგავსი შინაარსის წერილი რესურსცენტრიდან არ გავრცელებულა. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, განათლების სისტემის დისკრედიტაციის და პოლიტიზაციის მცდელობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სკოლის პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების.

სამინისტროს განცხადებით, ამ უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რაც კარგად აქვს გაცნობიერებული განათლების სისტემის ყველა მუშაკს.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2016 21:08

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics