ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანვე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრის შეცვლაზეც. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მინისტრთან კითხვები არ არსებობს, მაგრამ საჭირო იყო უფრო ეფექტური სამინისტრო, რის გამოც, კვირიკაშვილმა მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინსვლა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, არასწორად მიაჩნია მოსაზრება, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრი მთავრობაში მხოლოდ 4 თვით მიიყვანა.