ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი წელიწადში, 10 მილიონ ლარს გადაჭარბებით ხარჯავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანას პატივს არ სცემს.

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ათონელის რეზიდენციაში არგადასვლის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ივანიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში უნდა გადავიდეს, თუმცა მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა, ის საკითხის შეფასებისგან თავს იკავებს.

“კვირიკაშვილის პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა რაც ადრე მითქვამს, იგივე პოზიცია გამაჩნია. მარგველაშვილმა ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. 10 მილიონ ლარს ხარჯავს ეს კაცი გადაჭარბებით. ეს კაცი პატივს არ სცემს ქვეყანას”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

“ტექნოპარკის” შენობაში იმართება ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის.

banner
წინა სტატიაშიევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება