ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებულის უფლებადამცველმა განაცხადა, დღევანდელ სხომაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო მოსამართლე შოთა ბიჭიამ და საქმე არსებითი განილვისთვის გადაეცა სასამართლოს.

დაცვის მხარე ასევე ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების გადახედვას და პატინრობის უფრო მსუბუქი ფორმით გირაოთი შეცვლას, თუმცა მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოილა. ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგი სასამართლო სხომა 4 მარტს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიადა მარშანიამ “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა
შემდეგი სტატიაბერძენიშვილი – ივანიშვილს თავი გროსმაისტერი ჰგონია