ბერძენიშვილი – ივანიშვილს თავი გროსმაისტერი ჰგონია

ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენა ოპოზიციასთან აგრესიული ანგარიშსწორების წყურვილითაა განპირობებული. აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

“ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენა ოპოზიციასთან აგრესიული ანგარიშსწორების წყურვილითაა განპირობებული.

დასავლეთის მყისიერი რეაგირება და დიალოგისკენ დაჟინებული მოწოდება(განსაკუთრებით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები, იპპ, საელჩოები, ლიტველების საშუამავლო დელეგაციის ჩამოსვლა, პრეზიდენტად მომუშავე სალომე ზურაბიშვილის იძულება, რომ მას დიალოგის მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა…) მიიღო პასუხად ხელისუფლებამ.

ორივე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულება -სადამსჯელო ოპერაციაც და დიალოგზე იძულებაც მაქსიმალურად გამოკვეთილია.

ივანიშვილს თავი გროსმაისტერი ჰგონია. ვნახოთ, ეცდება თუ არა “მრავალი სვლის” თვითგათვლით( სინამდვილეში ის პრიმიტიულად ერთი სვლით თამაშობს) მოულოდნელი ” განმუხტვის” ვერსიის შემოთავაზებას ( 20 ივნისიდან რამდენიმე დღეში პროპორციულის დაპირება გავიხსენოთ). მაგალითად, არსებული სისტემით 30 “ჩასაჯიბებელი” მაჟორიტარის იმედად რომელიმე თარიღით ვადამდელი არჩევნების დაპირებას, თუ დასავლეთის პოზიციას და ოპოზიციის წინააღმდეგობას ლუკაშენკასავით არასაკმარის, გადასალახავ ზეწოლად ჩათვლის და ” შტურმავიკ” მოურავს უხეშ ძალას გამოაყენებინებს.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ან/ან მდგომარეობას ვუახლოვდებით. ევროატლანტიკურ სივრცეში ან შესვლის, ან უკან გადაგდების დრო გვიახლოვდება”- წერს დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს