ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ინტეგრაციისთვის ემზადება

“სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ჩვენი სანდო მეგობარი და უსაფრთხოების გარანტია, წარმატებით აგებს ურთიერთობებს” – თვითგამოცახდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა სადღესასწაულო სიტყვაში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის მიღების 27-ე წლისთავს ეძღვნებოდა. “რუსეთის წყალობით ჩვენ თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ, დღეს კი, დარწმუნებულები ვხვდებით მომავალს” – აღნიშნა  ბიბილოვმა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რამდენიმე ღონსიძიება იყო დაგეგმილი. ცხინვალში ტორეს კულუმბეგოვის ბიუსტიც გაიხსნა, რომელის სახელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებაში. მას ეკუთვნის სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის ინიციატივა. “სამხრეთ ოსეთი არასდროს აღიარებს საქართველოს იურისდიქციას. ჩვენს მიწაზე მშვიდობა 1992 წლის ივნისში რუსეთმა მოიტანა” – ბიბილოვის სიტყვებს ადგილობრივი მედია ციტირებს.

რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი 2008 წლის 28 აგვისტოს აღიარა.

banner
წინა სტატიაშირუს ნარკოდილერს აფხაზეთიდან, სოჭში 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის მშენებლობა ჩერდება?!