ბიბილოვი: რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ალბათობა არის „ასპროცენტიანი“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ალბათობა არის „ასპროცენტიანი“. ამის შესახებ იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური.
ბიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შეერთებამდე სამხრეთ ოსეთი ჯერ ჩრდილოეთ ოსეთს უნდა შეუერთდეს. მისი თქმით, მან ეს საკითხი მოსკოვში ვიზიტისას განიხილა, თუმცა არ დააკონკრეტა ვისთან.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში შესვლის შემთხვევაში, გერმანია სერბეთს დახმარებას ჰპირდება
შემდეგი სტატია2065 წლისთვის იაპონიის მოსახლეობა 40 მილიონით შემცირდება