2065 წლისთვის იაპონიის მოსახლეობა 40 მილიონით შემცირდება

თუკი ამჟამინდელი დემოგრაფიული ტენდენცია არ შეიცვლება, 2065 წლისთვის იაპონიის მოსახლეობა 40 მილიონით შემცირდება, – იუწყება იაპონიის სოციალური უსაფრთხოების ინსტიტუტი.
ინსტიტუტის პროგნოზით, 2065 წლისთვის, 127-მილიონიანი იაპონია 88 მილიონი გახდება, 2115 წლისთვის კი – 51 მილიონი. ეს დაკავშირებულია მოსახლეობის დაბერებაზე – 2065 წელს 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა საერთო რაოდენობის 38% იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებში 87-დან 91 წლამდე გაიზარდა, მამაკაცებში კი – 80-დან 85 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიბიბილოვი: რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ალბათობა არის „ასპროცენტიანი“
შემდეგი სტატიანოდარ მგალობლიშვილს კულტურის მინისტრი არ მიესალმა!