ბეჟან გუნავა ისევ დააკავეს

ბეჟან გუნავასთან ერთად დაკავებულია მისი შვილიც. აქციას გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავდა და დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის შენობის შესასვლელის პიკეტირებას შეეცადა. სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს მოუწოდეს, გაეთავისუფლებინა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელი, თუმცა გუნავა მოთხოვნას არ დაემორჩილა.დაკავების პროცესს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე მომიტინგის მტკიცებით, პოლიციამ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციას სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა მართავს. მათი თქმით, დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ მოისმენს. ისინი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის მათ საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: ისეთი არაპოპულარული პიროვნებისგანაც კი, როგორიც საქართველოს პრეზიდენტია, მოველი გმირულ საქციელს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი მეთიუ ბრაიზას სთხოვს, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, რატომ არის შენელებული სვლა საქართველოსკენ