თამაზ მეჭიაური: ისეთი არაპოპულარული პიროვნებისგანაც კი, როგორიც საქართველოს პრეზიდენტია, მოველი გმირულ საქციელს

საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომლითაც შთამომავლობა დადებითად შეაფასებს,- ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა.

“ისეთი არაპოპულარული პიროვნებისგანაც კი, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი, მოველი გმირულ საქციელს. მასაც შეუძლია, ერთხელ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომლითაც მას შთამომავლობა დადებითად შეაფასებს. მას ეს შანსი მიეცა დღეს. ამას დიდი გმირობა არ სჭირდება, მაგრამ მისგან მაინც გმირობა იქნება და მაინც დავუფასებთ”,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო ჯგუფის წევრებს გიორგი მარგველაშვილი 9 აგვისტოს შეხვდება.

banner
წინა სტატიაში9 აგვისტოს პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება
შემდეგი სტატიაბეჟან გუნავა ისევ დააკავეს