დავით უსუფაშვილი მეთიუ ბრაიზას სთხოვს, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, რატომ არის შენელებული სვლა საქართველოსკენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეთიუ ბრაიზას ურჩევს, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, რატომ არის შენელებული დასავლეთის სვლა საქართველოსკენ.

როგორც უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს არც ერთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუნელებია სვლა დასავლეთისკენ.

“მე ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა. საქართველოს არც რთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუნელებია სვლა დასავლეთისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა პრობლემებით, ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ამის გამო არანაირად არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი სვლა დასავლეთისკენ”,-აღნიშნა უსუფაშვილმა მეთიუ ბრაიზას განცხადების კომენტირებისას, რომ “საქართველომ დასავლეთისკენ სვლა შეანელა”.

banner
წინა სტატიაშიბეჟან გუნავა ისევ დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმედ მოსაგონარი, ემოციური დღე