ბევრი კითხვის ნიშანია კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით – კილაძე ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტზე
სხვა სტატიები
- “ძალიან კარგი იქნებოდა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვისაც მოესმინა პრემიერს”
- ირაკლი კობახიძე : აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება რეგიონში და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი
- კაბინეტებიდან კარგად არ ჩანს ის სავალალო ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი დეტალურად უნდა განიხილოს, რათა გაირკვეს, რამდენად კონსტიტუციურია ის.
კილაძე ამბობს, რომ ბესელიასა და მისი თანაგუნდელების ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, ბევრი კითხვის ნიშანია.
“მე მგონია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სჭირდება კარგად განსჯა და კარგად არგუმენტების მოსმენა. სჭირდება ასევე კონსტიტუციორობის ჭრილში შესაბამისი გაშუქება.
არის სერიოზული კითხვის ნიშნებია ამ პროექტთან მიმართებით, რამდენად კონსტიტუციურია ის. ერთ კვირაში ამ საკითხის რამდენად დაჩქარებულად გავლა არის მიზანშეწონილი, იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, არ ვიცი”- ამბობს სოფო კილაძე.
ბესელია და მისი მხარდამჭერები კი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ და ამბობენ, რომ საკითხის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კატანა განზრახ ჭიანურდება.