ბესარიონ ალავიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლება მისი პირადი ცხოვრების ჩაწერაზე გადავიდა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ეჭვობს, რომ “ოცნება” მისი პირადი ცხოვრების ჩაწერაზე გადავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ალავიძე ამბობს, რომ ეს ეჭვი მას გიორგი ვოლსკის გუშინდელმა განცხადებამ გაუჩინა. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნებას” სწორედ “კლანი” გადაიყოლებს.

ახალი ამბავი გავიგე გია ვოლსკისგან, არ გამორიცხავს, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე არსებობდეს ფარული ჩანაწერები, თან ამაში თურმე ხედავს ნაცების კვალს, ალბათ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გამომიგზავნა წერილი უკრაინიდან რუსთავის 2-ის საქმეზე. საზოგადოებას ახსოვს სოსო გოგაშვილის განმარტება, თუ როგორ მიმდინარეობდა რუსთავის 2-ის საქმესთან დაკავშირებით ჩემი ფარული ჩაწერა. არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ და არავისთვის არ ვმუშაობ, ამ მხრივ ვერაფერი მოიპოვა სუსმა და ეტყობა ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერაზე გადავიდნენ, ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნებს ვხედავ.
ამ ქვეყანას პატრონი რომ არ ჰყავს ფაქტია, მადლობა ბატონ ვოლსკის, კიდევ ერთი აღიარება მოვისმინე. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ კლანი გადაიყოლებს ქართულ ოცნებას, მაშინ კი ვიტყვი ახია თქვენზეო!, – წერს ალავიძე.

banner
წინა სტატიაშიაი, ფაქტი: ოცნების სიცრუეს რუსულ კანონზე 59 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 320 პირი ავრცელებს
შემდეგი სტატიასასროლეთში ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია