ბერლინის პროკურატურამ “ლიზას საქმე” დახურა

ბერლინის პროკურატურამ

ბერლინის პროკურატურამ "ლიზას საქმე" დახურაბერლინელი რუსების გოგონას, ლიზას საქმე, რომელიც რუსული მედიის ცნობით, 12 იანვარს მიგრანტებმა გააუპატიურეს, გერმანიამ დახურა. გამოძიების თქმით, გოგონამ ღამე თავის 19 წლის გერმანელ მეგობართან გაათენა – განაცხადა ბერლინის პროკურორმა მარტინ შტელტეჰმა.
მისი თქმით, გოგონას სახლიდან გაქცევა დაკავშირებული იყო სკოლაში პრობლემებთან.
“ჩვენ გავაანალიზეთ ლიზას მობილური ტელეფონიდან ინფორმაცია და დავადგინეთ, რომ მან ღამე თავის 19 წლის მეგობართან გაათენა. მას სახლიდან უნდოდა დამალვა, რადგანაც სკოლაში პრობლემები ქონდა” – “ასოსეიტედ პრესი” პროკურორს ციტირებს.

გერმანული “ბილდის” ცნობით, გოგონას და მის გერმანელ მეგობარს სექსი არ ჰქონიათ იმ დროის განმავლობაში, რა დროც ერთად გაატარეს. “იმ 30 საათის მანძილზე არ მომხდარა არც გაუპატიურება და არც სხვა სახის სექსუალური კონტაქტი” -” ბილდი” შტაინმაიერის ციტატას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ლიზას მშობლებმა პოლიციას მისი დაკარგის შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს. გოგონას ნათესავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 30 საათის განმავლობაში მიგრანტებს ყავდათ გატაცებული და მათ ის გააუპატიურეს.

banner
წინა სტატიაშიცხინვალში შვილმა დედის მკვლელი სასამართლოში გადაყვანისას ჩაცხრილა
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიცია ჟენევის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას