ცხინვალში შვილმა დედის მკვლელი სასამართლოში გადაყვანისას ჩაცხრილა

ცხინვალში შვილმა დედის მკვლელი სასამართლოში გადაყვანისას ჩაცხრილა

23 (1)“ტოტოევის მკვლელობა ბადრაგზე თავდასხმისას მოხდა, როცა მათ პატიმარი სასამართლოში გადაყავდათ. შედეგად ტოტოევი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტიმურ კობესოვი შემთხვევის ადგილზე დააკავეს” – წერს ადგილობრივი მედია ცხინვალში მომხდარ შემთხევვაზე.
2015 წლის ნოემბრის თვეში აცამაზ ტოტოევმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ცხინვალში ორი ადგილობრივი ქალბატონი მანქანით გაიტანა, რომლებიც ადგილზევე გარდაიცვალნენ. მთვრალი მძღოლი კი მიიმალა.
“ტიმურ კობესოვი ერთ-ერთი დაღუპული ქალბატონის შვილია. ის ძალიან განიცდიდა დედის დაღუპვას” – ამბობენ მეზობლები.
მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაში„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“(ვიდეო)
შემდეგი სტატიაბერლინის პროკურატურამ “ლიზას საქმე” დახურა