ბერლინის პოლიციამ ქალაქის უმსხვილეს ბორდელში რეიდი ჩაატარა

დაახლეობით 900 პოლიციელი მონაწილეობდა ბერლინის უმსხვილეს ბორდელ Artemis-ში ჩატარებულ რეიდში. შემოწმებებისას, რომელსაც წინ რამდენიმეთვიანი გამოძიება უძღოდა, 6 ადამიანი დააკავეს – მათ ადამიანებით ვაჭრობასა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევაში სდებენ ბრალს.
კერძოდ, ბორდელის ხელმძღვანელობას ბრალი 10 წლის მანძილზე დაზღვევის გადაუხდელობაში ედება – 17,5 მილიონი ევროს ფარგლებში. პროკუტარურა თვლის, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობა პერსონალს აიძულებდა საკუთარი საქმიანობის დეკლარირება , როგორც ინდივიდუალურის მოეხდინა და ამდაგვარად თანამშრომლებზე ზედმეტი გადასახადისგან თავს იცავდა.
გერმანიაში პროსტიტუცია 2002 წლიდან არის ლეგალიზებული. ახლა ეს ინდუსტრია წელიწადში დაახლოებით 17 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

banner
წინა სტატიაშითუ „რესპუბლიკელებს“ პრობლემა აქვთ, რომ თანამდებობებზე დიდხანს დარჩნენ, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ვერ იქნება
შემდეგი სტატია360 ჩინელი ჩინოვნიკი ვაქცინებით არალეგალური ვაჭრობისთვის პასუხისგებაში მიეცა