თუ „რესპუბლიკელებს“ პრობლემა აქვთ, რომ თანამდებობებზე დიდხანს დარჩნენ, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ვერ იქნება

თუ „რესპუბლიკელებს“ ის პრობლემა აქვთ, რომ არჩევნებში ცალკე გადიან, მაგრამ მაინც უნდათ, თანამდებობებზე დიდხანს დარჩნენ, ეს ამ პარტიის პრობლემაა და მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ვერ იქნება. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “რესპუბლიკური პარტია” არჩევნების თარიღის გაცხადებას  წინა ხელისუფლებისაგან ყოველთვის ითხოვდა,  ეს პარტია კოალიციაში აღარ არის და მათი პოზიცია ცოტა გაუგებარია.

“რესპუბლიკური პარტია” არჩევნების თარიღის გაცხადებას  წინა ხელისუფლებისაგან ყოველთვის ითხოვდა. ეს პარტია კოალიციაში აღარ არის და მათი პოზიცია ცოტა გაუგებარია. თუ ეს კონკრეტული მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვებას უკავშირდება, თანამდებობების დატოვებისთვის, სამართლებრივი მექანიზმი ისევე მუშაობს, როგორც ეს არჩევნების ორი თვით ადრე გამოცხადების შემთხვევაში იმუშავებდა. თუ „რესპუბლიკელებს“ ის პრობლემა აქვთ, რომ არჩევნებში ცალკე გადიან, მაგრამ მაინც უნდათ, რომ თანამდებობებზე დიდხანს დარჩნენ, მაპატიეთ, მაგრამ ეს ამ პარტიის პრობლემაა და მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ვერ იქნება“,-ანიშნა ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა 2030-ში.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

„შესაბამის აქტში ჩამოყალიბებული ყველა წინადადება მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და პრეზიდენტმა მსუბუქი საყვედურებიც კი მიიღო, რომ მთავრობის პოზიცია ზედმეტად გაითვალისწინა. პრეზიდენტის პოზიცია იყო, არჩევნები ოქტომბრის მეორე ნახევარში გამართულიყო, მთავრობას 1 ოქტომბერს სურდა. საბოლოოდ კი, შეთანხმება 8 ოქტომბერზე მოხდა“,-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

“რესპუბლიკელი” დავით  ბერძენიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის არაადეკვატურს უწოდებს.

როგორც ბერძენიშვილმა დღეს ჟუნალისტებს განუცხადა,   პრემიერის შეთავაზება გონივრული იყო, მაგრამ  პრეზიდენტმა ჩათვალა,  რომ  არჩევნების შესახებ განკარგულება მაისში უნდა გამოსცეს, რაც ღიმილის მომგვრელია.

banner
წინა სტატიაში,,სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ზოგჯერ ”ქოფი ფეისტით” არის გადატანილი არასამთავრობოების მოსაზრებები”
შემდეგი სტატიაბერლინის პოლიციამ ქალაქის უმსხვილეს ბორდელში რეიდი ჩაატარა