ბერლინიდან ეგვიპტეში მიმავალი თვითმფრინავი ტერაქტის საფრთხის გამო ადრე დაეშვა

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბერლინიდან ჰურგადუს მიმართულებით ავიარეისს აკეთებდა, ბუდაპეშტის აეროპორტში დაეშვა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მოულოდნელი დაშვების მიზეზი შესაძლო ტერაქტი გახდა. თვითმფრინავის აფეთქების მუქარა ავიაკომპანიაში შევიდა, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის.
პოლიციის პრეს-ცენტრმა ინფორმაციის დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა.
უნგრეთის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უნგრეთის პოლიცია თვითმფრინავში ჩხრეკას ატარებს. წინასწარი მონაცემებით ბორტზე 130 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოების აზრით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე: პატრიარქსაც შეიძლება ჰქონდეს უფლება გამოხატოს სურვილი დაეხმაროს საქართველოს