“ენმ”-ის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ

ნაციონალური მოძრაობის წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.

უკვე ცნობილია, რომ 2 ფრაქცია შეიქმნება, ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს და ფრაქცია თბილისი მამუკა ახვლედიანის ხელმძღვანელობით.

“ფრაქციაში შევლენ საკრებულოს სამი დეპუტატი, ვიქნები მე თავმჯდომარე ფრაქციის, ბატონი დავით ავალიანი და ბატონი თამაზ შოშიაშვილი და ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობასაც ეყოლება თავისი ფრაქცია,“ – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ახალი შემადგენლობით ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დღეს დარეგისტრირდება. მანამდე კი ფრაქციის წევრები სხდომას გამართავენ.

„ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა კვლავ განაგრძობს ბრძოლას,“ – განაცხადა ენმ-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.

ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სევდია უგრეხელიძე, შეურთდება რომელიმე ფრაქციას თუ დამოუკიდებელი დეპუტატი გახდება. შესაბამის განცხადებას ის დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიბერლინი არჩევნებზე შესაძლო კიბერშეტევებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაასწლოვანი ხეების გადარგვა – “მწვანე მუშტი” გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავს