ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის საცხოვრებელი სახლის მეპატრონე განცხადებას ავრცელებს

ერი ნიკოლოზ მაქარაშვილის საცხოვრებელი სახლის მეპატრონე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე მის საკუთრებასთან დაკავშირებით შექმნილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“2013 წელს ბერმა ნიკოლოზმა იქირავა კერძო სამსართულიანი სახლის ახალგარემონტებული მესამე სართული სადაც 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა უკონფლიქტოდ. 2016 წლის იანვარში სახლი მოულოდნელად დატოვა.

როგორც აღმოჩნდა, სახლის ნაწილი იყო დამწვარი, ნაწილი – გაჭვარტლული. შემდგომ მხოლოდ ერთი ადამიანის და სახლის მეპატრონეების მეშვეობით მოხდა სახლის აღდგენა. ამ ფაქტის შემდეგ ბერი ნკოლოზი ცხოვრობდა ზესტაფონს ქუჩაზე (იქ განვითარებულ მოვლენები საზოგადოებისათვის ცნობილია). 2017 წლის მარტში ე. წ. მრევლის დაჟინებული თხოვნით ბერი ნიკოლოზი დაბრუნებული იქნა ჩვენს სახლში….

დაბრუნებისთანავე ბერმა ნიკოლოზმა გაავრცელა წერილები ჩვენი სახლის სასწრაფოდ დაცლის მოთხოვნით…..რის შემდეგაც წამოვიდა აგრესია მრევლის და მამაოს მხრიდან სახლის დაცლის მოთხოვნით…

ამ დროდან დღემდე გრძელდება ტერორო და აგრესია ჩვენი ოჯახის მიმართ..უპირობოდ მოვითხოვთ ბერმა ნიკოლოზმა სასწრაფოდ დატოვოს ჩვენი კუთვნილი სახლი და გათავისუფლდეს ე. წ მრევლისგან მიმდებარე ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ნუცუბიძის ქუჩიდან მამა ნიკოლოზმა მრევლთან ერთად ვაჟა- ფშაველას ძეგლთან გადაინაცვლა, სადაც ილოცეს. როგროც მრევლში აცახდებენ, ისინი მათი სულიერი მამის დასახმარებლად ლოცულობენ. მათი ისინი დაშლას არ აპრიებენ, სანამ ამაზე ნებართვას ბერისგან არ მიიღებენ.

შეკრებილები აცახდებენ, რომ მამა ნიკოლოზს საპატრიარქო და პირადად მამა მიქაელ ბოტკოველი დევნის. ისინი ასევე მამა ნიკოლიზის სვეტიცხოველში აღდგენას ითხოვენ, რადგან აცახდებენ, რომ ის მამა გაბრიელის ერთადერთი ცოცხალი სულიერი მოსწავლეა.

აქცია გამრეკელის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ დაიწყო.

მსგავსი მოთხოვნები ბერის მრევლს ამ ზაფხულშიც ჰქონდა, რასაც სამართალდამცველებთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ბერი ნიკოლოზი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ მორჩილებაში არ იმყოფება და არც მღვდელმოქმედებას ასრულებს.

banner
წინა სტატიაში“აფხაზი მეომრების” მემორიალი შოტლანდიაში იმ შემთხვევაში აღდგება, თუ გასწორდება მასზე არსებული წარწერა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის მედია: რუსეთი აქტიურად ერეოდა “Brexit”-ის რეფერენდუმში