ბრიტანეთის მედია: რუსეთი აქტიურად ერეოდა “Brexit”-ის რეფერენდუმში

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (Brexit) საკითხთან დაკავშირებული რეფენდუმის დროს, “Twitter”-ის სოციალურ ქსელზე 48 საათის განმავლობაში 45 000 “ტვიტი” განთავსდა რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებული მისამართებიდან, რომლებიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფას უჭერდნენ მხარს. ამის შესახებ წერს გამოცემა “Business Insider”.
სუონსის და ბერკლის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ “Brexit” -ს ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2016 წლის ივნისში, რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებული “ტვიტერის” 150 000 “მისამართი” აქტიურობდა და “Brexit”-ის მოწოდებით გამოდიოდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა განუცხადა გამოცემა “Business Insider’-ს, რომ ისინი არ ფლობენ ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ მტკიცებულებებს, თუმცა “ყველა ზომას მიმართავენ, რომ დიდ ბრიტანეთში დემოკრატიული პროცესები არ დადგეს საფრთხის ქვეშ”.

banner
წინა სტატიაშიბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის საცხოვრებელი სახლის მეპატრონე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე :საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ, ვინაიდან ის დავით ნარმანიამ წარადგინა და ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის