ბექა ოდიშარია – შალვა პაპუაშვილის პოზიცია იყო, დელეგაციაში ოპოზიცია ყოფილიყო, საქართველომ მეგობარ ქვეყანას უნდა აჩვენოს, რომ პოლიტიკური სპექტრი და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში

ოპოზიციის წარმომადგენლობა უფრო მეტი იქნება საპარლამენტო დელეგაციაში. ეს ჟესტი განასახიერებს იმას, რომ საქართველომ მეგობარ ქვეყანას უნდა აჩვენოს – პოლიტიკური სპექტრი და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილის პოზიცია იყო, რომ დელეგაციაში ოპოზიცია ყოფილიყო.

რაც შეეხება ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა უარი თქვეს და არ იქნებიან დელეგაციაში, ოდიშარიას თქმით, „მინუს ორი პარტიით არაფერი დაშავდება“.

„რუსეთის აგრესიის დღიდან პარლამენტის დიასპორის კომიტეტი ამ პროცესში ჩართული იყო, დიასპორულ ორგანიზაციებს ინდივიდუალურად ვესაუბრებოდით. თავიდანვე პულსზე მედო ხელი, თუ რა სჭირდებოდათ უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. რაც შეეხება მინუს ორ პარტიას, მერწმუნეთ, ამით არაფერი დაშავდება. კარგია, რომ შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს დელეგაციას და ვიზიტი სულ სხვა წონას იძენს. მისი პოზიცია იყო, რომ დელეგაციაში ოპოზიცია ყოფილიყო. ხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლობა უფრო მეტი იქნება დელეგაციაში. ეს გახლდათ ჟესტი, რომელიც იმას განასახიერებს, საქართველომ მეგობარ ქვეყანას უნდა აჩვენოს – პოლიტიკური სპექტრი და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტისა და რადას თავმჯდომარეების შეხვედრა, საუბარი, რაც საფუძველს გამოაცლის ფეიკინფორმაციებს და ფეიკალყას, რომელშიც ხშირად ხვდებიან ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცითაა დაკავებული, კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს
შემდეგი სტატიასირიის მტკიცებით, ისრაელმა დამასკოსთან ამ კვირაში მეორე საჰაერო იერიში მიიტანა