პაპუაშვილი – ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცითაა დაკავებული, კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს

მთავარია, ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციული იყოს – ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, რომელთაც საქართველოსთვის გადაცემული ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის საკითხზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილი მისწერეს.

პაპუაშვილის თქმით, „აქციონიზმი, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ახასიათებს, საკვირველია”.

„ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცით არის დაკავებული. კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს. რაც შეეხება კითხვარს, ამაზე იმსჯელებს მთავრობა და არც გასაჯაროებაშია პრობლემა და არც არაფერში. იცით, რომ ძალიან შემჭიდროებულია ვადები – ერთი თვეა კითხვარის შესავსებად. აქედან გამომდინარე, სრულად კონცენტრირებული უნდა იყოს ხაელისუფლება იმაზე, რომ კითხვარის შევსება მოხდეს. მასში არაფერი საიდუმლო კითხვები და რაიმე განსაკუთრებული არ არის. ამაზე იმსჯელებს მთავრობა და გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე იქამდე არ მისულა, რომ მსჯელობა გასაჯაროება-არგასაჯაროებაზე ყოფილიყო. ვნახოთ, კითხვარი გასაჯაროვდება თუ არა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინატო თავდაცვითი ალიანსია, ვერ იქნება საფრთხე იმისთვის, ვინც მას თავს არ ესხმის – ნედ პრაისი
შემდეგი სტატიაბექა ოდიშარია – შალვა პაპუაშვილის პოზიცია იყო, დელეგაციაში ოპოზიცია ყოფილიყო, საქართველომ მეგობარ ქვეყანას უნდა აჩვენოს, რომ პოლიტიკური სპექტრი და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში