ბექა ოდიშარია: მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი გამოვაცხადოთ კულტურის წლად

ასეთი ინიციატივა გაახმოვანა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

ის მიესალმება მთავრობის განზრახვას, რომ კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე სტრუქტურად გამოეყოს და აცხადებს, რომ „ახლა საჭიროა ქართულ კულტურაში დაგროვილი პრობლემების შესწავლა რასაც ქვია, ინვენტარიზაცია და იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ დავფიქრდეთ და მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ ამ პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი კი გამოვაცხადოთ კულტურის წლად“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – რა თქმა უნდა ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის ეს დისკომფორტს, ეს არის ქვეყნის პრობლემა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაზე: ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლიც გავიღოთ და დემოკრატიის ხარისხის სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ბევრი რამ მოვითმინოთ და ავიტანოთ