ბექა მინდიაშვილი: საპატრიარქოს მიერ ისჯება ისინი, ვისაც სინდისი და ქრისტეს სიყვარული შერჩათ, ვინც სიმართლე თქვა

“მიტროპოლიტი იობი, გამორიცხულია, სულ ოდნავ პასუხიმგებლობასაც ვერ იგრძნობს წინამძღვრის მიერ “აბოიმის” დაცლის გამო; პირიქით, აქეთ დაადანაშაულებს მედიასა და ხელისუფლებას; მიტროპოლიტი დიმიტრი უსირცხვილოდ იმალება და მამა გიორგისთან დაკავშირებით ყოველგვარ პასუხისმგებლობას გაურბის; პედოფილიაში მხილებული სერაფიმე ისევ მღვდელმთავარია, ისევ იბარებს აღსარებებს და სერაფიმ საროველზე ზღაპრებით აბრუებს მრევლს; იაკობი ხელისუფლების დამხობით იმუქრება, იგინება, სულ „გორლაზეა“; იოანე გამრეკელი და სპირიდონი პრორუსულ პროპანდაში არიან თავფეხიანად გადაშვებულები; პატრიარქს ერთი სიტყვითაც კი არ მოუბოდიშებია საბჭოთა წარსული, პირიქით, ისევ სტალინს განადიდებს, ყველანი ერთად კი ემტერებიან ადამიანის სიცოხლესა და ჯანმრთელობას. რა მანქენებით ხდება ეს? ქრიტიანობა ხომ უკიდურესი პასუხისმგებლობის რელიგიაა, ქრისტიანებს ხომ გვწამს, რომ უდანაშაულო ღმერთკაცმა სხვისი დანაშაული იტვირთა – თავისი ჯვარცმით ბოლომდე აიღო პასუხისმგებლობა ადამიანის მიერ განვლილ გზაზე? ხომ გვწამს, რომ ქრისტიანობა წუთისოფლის მარილია და სწორედ პასუხიმგებლობის გამბედაობით უნდა გამოირჩეოდეს? როგორ ჩამოყალიბდა ქართული იერარქია კოსმიური მასშტაბით უნიკალურ, გამორჩეულად უპასუხისმგებლო კასტად? შესაძლოა ამ უპასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი კონკორდატში უშუალოდ პატრიარქის ხელშეუვალობის შესახებ აბსურდული ჩანაწერია, რომელიც ისეა გაგებული, თითქოს იგი თავისუფალი იყოს ნებისმიერი სასჯელისგან. სამღვდელოების უპასუხისმგებლობა და ყეყეჩობაც, წლების განმავლობაში, სწორედ რეალური დაუსჯელობით, რეალური და უკანონო ხელშეუვალობით გაძლიერდა. პატრიარქი, მღდელმთავარი, მღვდლები ქრისტეს რელიგიას რომ მისდევდნენ, პირველები თვითონ უნდა ამბობდნენ ყოვლგვარ ხელშეუვალობასა და დაუსჯელობაზე უარს, უყოყმანოდ უნდა თმობდნენ თანამდებებებს იმის გამო, რაც ეკლესიაში ხდება. მაგრამ დღეს საქართველოში, ერთადერთი ძალა, რომელიც პასუხიმსგებლობის მნიშვნელობასა და საჭიროებას საერთოდ ვერ აცნობიერებს, სამღვდელოებაა. ნახეთ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ვინ ისჯება საპატრიარქოს მიერ – არა ეს კრიმინალები, ათასნაირ სიბინძურეში ჩაფლული ეს ქვაბავაზაკები, არამედ სწორედ ისინი, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა, სინდისი და ქრისტეს სიყვარული შერჩათ, ვინც სიმართლე თქვა”-წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი: იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, სპეციალისტების დეფიციტი არ შეიქმნება