ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა

ჯადნაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა.

“ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ის პლატო, რომელიც დღეს გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება. ვართ მოლოდინში, რომ შესაძლოა დადგეს პიკური მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ სწორად ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს საკარანტინო ზონებში, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება”,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სპეციალურ ბრიფინგზე ტესტებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ტესტების შესყიდვას სრულად აფინანსებს.

მისივე განცხადებით, ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის გავლილი.

„მას შემდეგ, რაც მოხდა ქსელების გაფართოება, როგორც ცხელების კლინიკებად და კოვიდ კლინიკებად, სახელმწიფო ამარაგებს ამ კლინიკებს და აწვდის იმ ტესტებს, რომლებიც არის მიღებული ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და კონსულტაციები გავლილია NCDC-სთან და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს დეპარტამენტის სააგენტოში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 156 და გარდაცვლილია 6 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა კვლავ პლაქვენილით გაგრძელდება
შემდეგი სტატიაბექა მინდიაშვილი: საპატრიარქოს მიერ ისჯება ისინი, ვისაც სინდისი და ქრისტეს სიყვარული შერჩათ, ვინც სიმართლე თქვა