ბექა ლილუაშვილი – პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვით 2021-2025 წლებში ჩვენთან საშუალოდ იქნება უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2020 01:43

ბექა ლილუაშვილი – პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვით 2021-2025 წლებში ჩვენთან საშუალოდ იქნება უფრო მაღალი ზრდა,  ვიდრე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებში

საერთაშორისო ორგანიზაციები სრულად გამოხატავენ ნდობას სტრუქტურული ცვლილებების და რეფორმების მიმართულებებით, მათ შორის იქნება ეს ენერგეტიკული ბაზარი, ტურიზმის მიმართულება, თუ სხვა. ისინი, სწორედ, ამ პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საქართველოს იმ ეკონომიკური განვითარების და ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში საშუალოდ რომ ავიღოთ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ფართოდ რეგიონში და ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო კრიზისის პერიოდშივე და განხორციელდა არაერთი პროაქტიული ღონისძიება.

„პროაქტიული ღონისძიებები ხელისუფლების მიერ ტარდებოდა აქამდეც და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ ჯერ ბოლომდე ვერ ვაიდენტიფიცირებთ საბოლოო შედეგს, თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ეკონომიკაზე და რა მიმართულებით გააჩინა ისეთი პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან აქტიური პროაქტიული პოლიტიკა იმისთვის, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან, გარდა გამონაკლისებისა, როგორიცაა მაგალითად ტურიზმის სექტორი, გლობალურად და მათ შორის საქართველოში ინვესტიციების შემცირება და ა.შ. ჩვენ სისტემურად ჯერ კიდევ არ გვაქვს დაინდეტიფიცირებული და ეს ობიექტური გარემოებაა, ვინაიდან კრიზისი არ ამოწურულა გრძელდება, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში. შესაბამისად, ამას სჭირდება დრო. მეორე – სადაც შესაძლებელი იყო პროაქტიულად ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, მაგალითად ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სრულად, კონცეპტუალურად შეიცვალა უცხოურ ინვესტიციებთან და ინვესტორებთან მუშაობის პრაქტიკა – დაინერგა პროაქტიული კომუნიკაციის მექანიზმი და რამდენიმე ხნის წინ მაგალითად საინვესტიციო საგრანტო ინსტრუმენტი, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა და გულისხმობს, რომ 10 და მეტი მილიონის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი იღებს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო მატერიალურ-ფინანსურ მხარდაჭერას, ეს საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ ინვესტიციები საქართველოში წახალისდება, მათ შორის ამ ღონისძიებებით. გამოყოფილია პრიორიტეტული სფეროები, მიზნობრივი სფეროები ჩადებულია საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიაში, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნა და შესაბამისად, პრიორიტეტულ სფეროებზე ხდება მსგავსი მხარდაჭერის განხორციელება. გარდა ამისა, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ზაფხულიდან მოყოლებული დღემდე აგრძელებს მაგალითად ერთი ჯგუფი მუშაობას, მალე დასრულდება ეს და ჩვენ მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. მათი შეფასებით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ხარისხობრივად მაღალი საინვესტიციო პროექტები კაპიტალურ ინფრასტრუქტურაში, რასაც ვახორციელებთ და ჩვენ დეკლარირებული მიზანი, მათ შორის საარჩევნო პროგრამის და შემდეგ უკვე მთავრობის პროგრამის, რომელსაც მთავრობა შემოიტანს პარლამენტში,იქნება, შევინარჩუნოთ კონკრეტული მაჩვენებელი კაპიტალური პროექტებისა, რაც ერთის მხრივ არის სოციალური კონტექსტის მატარებელი – დასაქმების წყარო და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის წყარო. ეს ფინანსური რესურსები უზრუნველყოფს რომ ესეთი ტიპის ინვესტციები მომავალშიც გაგრძელდეს. საუბარია ასევე იმაზე, რომ დაინერგოს სპეციალური მექანიზმი ფისკალური ანალიზის კუთხით, რომელიც ეფექიანობის მიხედვით პრიორიტეტებად დაალაგებს, თუ რომელი კაპიტალური ინვესტიციაა უფრო ეფექტიანი, ეფექტიანობაში მისი ეკონომიკური სარგებელი და მსოახლეობისთვის ღირებულების მომტანობა იგულისხმება. კომპონენტურად თუ შევაფასებთ, პოსტკრიზისული ღონისძიებების მნიშნელოვანი ნაწილი უკვე მიმდინარეობს დაგეგმვის და განხორციელების, პროექტირების ეტაპზეა, შესაბამისად, სწორედ ამ ღონისძიებებს ეფუძნება ჩვენი დეკლარირებული მიზნები ჩვენს საერტაშორისო პარტნიორებთან მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლისგანაც ფინანსურ მხარდაჭერას ვღებთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი სრულად გამოხატავენ ნდობას სტრუქტურული ცვლილებების და რეფორმების მიმართულებებით, მათ შორის იქნება ეს ენერგეტიკული ბაზარი, ტურიზმის მიმართულება, თუ სხვა და ისინი სწორედ ამ პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საქართველოს იმ ეკონომიკური განვითარების და ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში საშუალოდ რომ ავიღოთ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის ფართოდ რეგიონში და ევროპის ქვეყნებში,“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2020 01:43

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics