ბექა ლილუაშვილი – როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კონცეპტუალური ნაწილი, საბოლოო ჯამში, ითარგმნება, როგორც ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, ერთის მხრივ პირდაპირი და მეორეს მხრივ, მათი შემოსავლების შენარჩუნებისთვის

ღონისძებები, რომელიც ასახული იყო ანტიკრიზისული გეგმის 3-ვე და ახლა უკვე მე-4 ფაზაში, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხარდაჭერის კონცეპტუალური ნაწილი, საბოლოო ჯამში, ითარგმნება, როგორც მოქალაქეების მხარდაჭერა, ერთის მხრივ პირდაპირი და მეორეს მხრივ, მათი შემოსავლების შენარჩუნებისთვის.

„კომუნიკაცია საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ გუნდსა და ბიზნესს შორის, ეს არ იყო მხოლოდ კოვიდით გამოწვეული მოვლენა, ეს პროცესი მიმდინარეობს პერმანენტულად, ყველა ეტაპზე. უბრალოდ, ახლა მოხდა ამ პროცესის ინტენსივობის გაზრდა, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, გამოწვევები გაიზარდა კოვიდთა დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრები ყველა მხარესთან, მათ შორის, როგორც ასოციაციებთან, ასევე უშუალოდ დამსაქმებლებთანაც და რა თქმა უნდა, შესაბამისი სამინისტროები ახდენდნენ კომუნიკაციას მუდმივად, მათ შორის შესაბამის ასოციაციებთან, პროფესიულ კავშირებთან და ა.შ. იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რაც ამ კოვიდ პანდემიის შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყო, როგორც კერძო სექტორში, ბიზნესში, ასევე დასაქმებულებში.
ღონისძებები, რომელიც ასახული იყო ანტიკრიზისული გეგმის 3-ვე და ახლა უკვე მე-4 ფაზაში, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესის, თუმცა ამ ორივეს უკან დგას ერთი რამ და ეს ერთი არის ის, რომ ჩვენ, ერთის მხრივ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოსგან დახმარებას, ეს არის ჩვენი მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი კატეგორია, მაქსიმალურად მივეხმაროთ და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მხარდაჭერა, თუნდაც კომპენსაციები არ არის საკმარისი, მაგრამ არსებული რესურსების ადეკვატურია და მეორეს მხრივ დავეხმაროთ ბიზნესს, არა როგორც ბიზნესის მომგებიანობის ზრდაში, არამედ ბიზნესის ტვირთის შემსუბუქებაში, რომ ეს ტვირთი არ გადატყდეს დასაქმებულებზე და ისინი არ გაუშვან სამსახურიდან.
საბოლოო ჯამში, როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კონცეპტუალური ნაწილი, საბოლოო ჯამში, ითარგმნება, როგორც ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, ერთის მხრივ პირდაპირი და მეორეს მხრივ, მათი შემოსავლების შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვით 2021-2025 წლებში ჩვენთან საშუალოდ იქნება უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებში
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი სამშენებლო სექტორისთვის სუბსიდირების საჭიროებაზე – უძრავი ქონების ბაზრის ფასების ცვალებადობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ფინანსური პრობლემები, ამ რისკების დაზღვევას ემსახურებოდა სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა