ბექა ლილუაშვილი – მომდევნო წლის განმავლობაში მომხმარებლების 95 პროცენტზე მეტი გაძვირებულ ტარიფს ვერ იგრძნობს

ტარიფი სემეკ-ის პრეროგატივა იყო და სემეკ-მა გუშინ ამ ტარიფებს გადახედა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტარიფების გადახედვა არ მომხდარა, ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის თვეებში ყველა ოჯახი სუბსიდირებულია, რომელიც თვეში 200 კილოვატ საათზე ნაკლებ ელექტოენერგიას მოიხმარს.

„როდესაც პანდემიაა, ვცდილობთ კერძო სექტორს წნეხი მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ, რა თქმა უნდა მათ ინტერესებზეც ვიფიქროთ. მეორეს მხრივ ამის საპირწონედ ვნახეთ, რომ როგორც აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებამ ინიციატივა გუშინვე მიიღო იმისთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი სუბსიდირება ასახულიყო. ფაქტობრივად, მომდევნო წლის განმავლობაში მომხმარებლების 95%-ზე მეტი, ფიზიკურ პირებს და ოჯახებს ვგულისხმობ, გაძვირებულ ტარიფს ვერ იგრძნობს. ამავდროულად მინდინარეობს უკვე სუბსიდირების ერთი ტალღა, რომელიც უშუალოდ პანდემიას უკავშირდება. ზამთრის თვეებში ყველა ოჯახი სუბსიდირებულია, რომელიც თვეში 200 კილოვატ საათზე ნაკლებ ელექტოენერგიას მოიხმარს.“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო აუდიტის სამსახური „კოვიდ-19“-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტს ჩაატარებს
შემდეგი სტატიააქცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან – თანამშრომლები 2 თვის ხელფასს ითხოვენ