აქცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან – თანამშრომლები 2 თვის ხელფასს ითხოვენ

ხმაური იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, სადაც თანამშრომლები აქციას მართავენ, ისინი აცხადებენ, რომ ორი თვის და მეტი ხცელფასი არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეებს შორის, ძირითადად, დამლაგებლები არიან.

“არავის არ უთქვამს, რომ დაგვიანება იქნებოდა. მე ვალაგებდი იმ აუდიტორიებს და იმ ოთახებს, სადაც უშუალოდ სტუდენტები იმყოფებიან. ვითხოვ, კუთვნილი ხელფასი მომცენ, საახალწლოდ. არანაირი სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. გვეუბნებიან, რომ იქნება და დაირიცხებაო, მაგრამ არაფერია დარიცხული და აგერ, ახალი წელი მოვიდა.”, – ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – მომდევნო წლის განმავლობაში მომხმარებლების 95 პროცენტზე მეტი გაძვირებულ ტარიფს ვერ იგრძნობს
შემდეგი სტატიაქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა