ბექა ლილუაშვილი – ჩვენ წარვადგინეთ ეკონომიკური საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმა, რომლის სწორად, თანმიმდევრულად შესრულება არის თითოეული ჩვენგანის , ჩვენი თანამოქალაქეების, ბიზნესის პასუხისმგებლობა

ჩვენ წარვადგინეთ ეკონომიკური საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმაც, რომლის სწორად, თანმიმდევრულად შესრულება არის თითოეული ჩვენგანის, ჩემი, თქვენი, ჩვენი თანამოქალაქეების, ოჯახის წევრების, ბიზნესის პასუხისმგებლობის სივრცე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ მოიპოვოს წარმატება ეკონომიკურ ფრონტზეც.

„ვდგამთ ნაბიჯებს და ეს არის დროში მკაფიოდ გაწერილი პროცესი. გუშინ პრემიერ-მინისტრმა, გარდა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისა, წარადგინა ეკონომიკის გახსნის გეგმა, სადაც ეტაპობრივად ჩამოთვლილი იყო ყველა ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამომდინარე და მისი ანალიზის შედეგად, ერთმანეთის მიმდევრობით იქნება გახსნილი და ეს სწორედ ეხმიანება იმ მიზანს, რაც დასაწყისში აღვნიშნე, რომ საქართველოს მთავრობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ მოიპოვოს წარმატება ეკონომიკურ ფრონტზეც, მარტივად რომ ვთქვათ, ისე არ დაზიანდეს ამ კრიზისის ეპიდემიოლოგიური ნაწილის მართვის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა, რომ ეს იყოს გამოუსწორებელი. ამიტომ, ჩვენ წარვადგინეთ ეკონომიკის გახსნის გეგმაც, რომლის სწორად, თანმიმდევრულად შესრულება არის თითოეული ჩვენგანის, ჩემი, თქვენი, ჩვენი თანამოქალაქეების, ოჯახის წევრების, ბიზნესის პასუხისმგებლობის სივრცე და ყველა ის წინაპირობა, რომელიც აუცილებელია იყოს დაცული იმისთვის, რომ მოვახერხოთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში, ჩვენ სწრაფად გამოვალთ ეკონომიკური კრიზისის პროცესიდან და შევძლებთ, რომ უკვე ვისაუბროთ ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის და სწრაფი განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე, რაზეც დამოუკიდებლად მუშაობა მიმდინარეობს და ამას მომდევნო თვეებში წარმოვუდგენთ საზოგადოებას. დღეს, უკვე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და იმ დაშვებით, რომ ჩვენ შევძლებთ ეპიდემიოლოგიური რისკების მართვას, შევძლებთ ეკონომიკის გახსნის გეგმის შესრულებას ისე, რომ არ დავაზარალოთ მთავარი პრიორიტეტი, ადამიანების ჯანმრთელობა, გვაქვს პროგნოზი, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ დაახლოებით 3-4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შესახებ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფიო ხუნწარია: უახლოეს მომავალში მერია კულტურის მდგრადი განვითარების შესანარჩუნებლად, კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს
შემდეგი სტატიაბატონო პრემიერო თქვენს ჩამონათვალში ობლად დარჩენილი ბავშვები არასოდეს არ ხვდებიან-წერილი პრემიერს