ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მეოთხედფინალში ფრანგ ცირილ მარეს დაუპირისპირდა.

ბექამ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი დამარცხება ვერ შეძლო.

ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას რეპეშაჟში აგრძელებს, სადაც მისი მეტოქე ჩეხ ლუკას პაშეკსა და იაპონელ რიუნოსკე ჰაგას შორის დამარცხებული იქნება.

მერვედფინალში ღვინიაშვილმა ბელგიელი ტომა ნიკიფორი აშკარა უპირატესობით დაამარცხა. ბექამ პირველ შეხვედრაში ბრიტანელი ბენჟამენ ფლეტჩერი ასევე ფუთდა დაამრცხა.

banner
წინა სტატიაშიტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები ჩოხატაურიდან ოზურგეთის მიმართულებით გადაჰყავდა, გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კახიანი იქნება