ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები ჩოხატაურიდან ოზურგეთის მიმართულებით გადაჰყავდა, გარდაიცვალა

ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები ჩოხატაურიდან ოზურგეთის მიმართულებით გადაჰყავდა, გარდაიცვალა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მოხდა.

ავტომობოლში მსხდომი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლი ცუდად იყო, რის გამოც ავტომობილი გააჩერეს.

სასწრაფოს დახმარების ბრიგადას მძღოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი მეუბნებოდა ერის სიამაყე ხარო, მე კიდევ ჩემპიონი ვერ გავხდი – ვარლამ ლიპარტელიანი
შემდეგი სტატიაბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს