(Video) ბექა ბასილაია : სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეალურად მართავს უჩა მამაცაშვილის სიძე იური ნოზაძე

ენმ-ის ფოთის #61 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ბასილაია სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სამინისტროს მხრიდან გულგრილი მიდგომით ხსნის და აცხადებს, რომ სამინისტროს მართავდა არა მინისტრი ოთარ დანელია, არამედ უჩა მამაცაშვილის სიძე იური ნოზაძე, რომელიც „ფიზკულტურის სპეციალისტია,“ მაგრამ მინისტრის მოადგილის პოსტი უჭირავს.
„პრობლემა არის ქართულ ოცნებაში, პრობლემა არის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელსაც რეალურად მართავდა არა ბატონი ოთარი, არამედ ბიძინა ივანიშვილის კარის მოლარის – უჩა მამაცაშვილის სიძე იური ნოზაძე. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბოლო წლების მანძილზე ყვაოდა ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი და კორუფცია. ეს მოადგილე იური ნოზაძე არის ფიზკულტურის სპეციალისტი და მინისტრის მოადგილეა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა, შესაბამისად გლეხზე არავინ ფიქრობდა, ყველ ფიქრობდა თავიანთი ჯიბეების გასქელებაზე,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

https://www.youtube.com/watch?v=uXuhSmz9_F8&feature=youtu.be