ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

Crime Scene

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დაჭრილია სადგურის თანამშრომელი, რომელიც ობიექტზე ოპერატორად მუშაობდა.

მას ჭრილობები ცეცხლასასროლი იარაღით ბარძაყისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს დახმარება გურჯაანის საავდმყოფოში აღმოუჩინეს.

გაზგასამართი სადგურიდან წაღებულია 1000 ლარამდე თანხა. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა
შემდეგი სტატიარატიანის ვიდეო – #ბოიკოტისაზმაუს – მწერლები და გამომცემლები