ბენქსის ნახატი ლონდონის სოთბის აუქციონზე გაყიდვისთანავე განადგურდა

ყველაზე ცნობილი ქუჩის მხატვრის, ბენკსის სურათი “გოგონა ბუშტით” თვითონვე განადგურდა მას შემდეგ, რაც სოტბის აუქციონზე 1,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. აუქციონზე გამოტანილი ვერსია 2006 წელს აეროგრაფიის დახმარებით შეიქმნა – გამოსახულება მზა ტრაფარეტზე 
საღებავი-სპრეის დახმარებით კეთდება. ნამუშევარი ჩარჩოში დამალული შრედერის დახმარებით თვითონვე განადგურდა. ბენკსიმ “ისნტაგრამზე”, საკუთარ გვერდზე აუქციონიდან ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით “იყიდება, იყიდება, გაიყიდა…”
ბენკსი ბრიტანელი მხატვრის ფსევდონიმია, რომელიც ცნობილია თავისი სატირული გრაფიტებით. ნამუშევრები ბრიტანეთის სხვადასხვა სახლების ფასადებზეა შესრულებული. მისი ნამდვილი სახელი არავინ იცის. აუქციონზე მომხდარი მოვლენა, შესაძლებელია, განიხილოს, როგორც ელიტების და ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიოპერის ლეგენდას, მონსერატ კაბალიეს ბარსელონაში ორშაბათს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაკორეის ნახევარკუნძულს ძლიერი ტაიფუნი “კონგ-რეი” დაატყდა თავს