ბელორუსი პუტინის საახალწლო მილოცვას და ,,ბედის ირონიას,, დაბლოკავს

ბელორუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსის ყველა ტელეარხზე და ქვეყანაში მაუწყებელ რუსულ არხებზეც, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საახალწლო მიმართვ-მილოცვა დაიბლოკება.

ბელორუსული ტელეარხის მესვეურებმა ,,ბელტელერადიოს,, ხელმძღვანელობასთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის ახალი წლის ღამეს, მხოლოდ ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საახალწლო მილოცვა გაუშვან.

,,ბელორუსს აქვს უფლება, რომ საახალწლოდ მხოლოდ საკუთარი პრეზიდენტის ვიდეო-მილოცვას უყუროს,, ნათქვამია გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამასთანავე, როგორც ცნობილი ხდება, რომ მთავრი ბელორუსული არხი ,,Беларусь 1,, ახალ წელს, ტრადიციული რუსული ფილმის ,,ბედის ირონია, გაამოთ,, ნაცვლად, უკრაინულ მხატვრულ ფილმ ,,როდესაც მამა თოვლის ბაბუაა,,-ს უჩვენებს.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: „პოლიტიკოსების პოლიტიკით გაბიზმესმენება საზოგადოებას არაფერში არგია და საზიანოც კია!“
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი პრემიერს: მოსახლეობას ის ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით