ნატო ჩხეიძე: „პოლიტიკოსების პოლიტიკით გაბიზმესმენება საზოგადოებას არაფერში არგია და საზიანოც კია!“

 

„ბატონი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც არაფრით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას იმ 4 წლის განმავლობაში, ახლა აქტიურობს და როგორც თავმჯდომარეობამდე სჩვეოდა, არასახელმწიფოებრივი მოსაზრებების კორიანტელს აყენებს, ცხადია, პირადი ინტერესების შესაბამისად,“ – ამის შესახებ დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს და იქვე დავით უსუფაშვილს განუმარტავს, სხვებს კი შეახსენებს, რომ სახელმწიფოს პრობლემა ბიზნესმენის პარლამენტში ყოფნა კი არა, ანუ ბიზმესმენის გაპოლიტიკოსება კი არა, არამედ ისაა, „პოლიტიკოსები (რატომღაც მონოპოლიზირებული რომ აქვთ ეს წოდება რამდენიმე კაცს), პარლამენტსა და მთავრობაში პოლიტიკით ბიზმესმენობენ, კანონებით და ტენდერებით ბიზნესს აკეთებენ და სწორედ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესებით მოქმედებ-საქმიანობენ.“

ბიზნესმენს რაც უნდა საკუთარი ინტრესი ჰქონდეს და ეს ინტერესი ბიზნესის გაფართოებაა – ყოველთვის სარგებლობს საზოგადოება – საქმდება ხალხი, იქმნება პროდუქცია, ბიუჯეტში შემოსავალი იზრდება.
პოლიტიკოსების პოლიტიკით გაბიზმესმენება საზოგადოებას არაფერში არგია და უფო მეტიც, საზიანოც კია.
„კვირიკაშვილის საბედისწერო შეცდომა პარტიული სია იყოო“, – ბრძანებს პარლამენტის ყოფილი თამჯდომარე და ეს მაშინ, პარლამენტიც და თავმჯდომარეობაც სწორედ არაპარტიული სიით მიიღო და მისი ეს მოსაზრება საკუთარი ინტერესებით მოქმედების კლასიკური მაგალითია, – არაპარტიულ სიაში იქნებ კიდევ გამოინახოს ადგილი მისი ახალი პარტიისთვის, ძველისგან მარტო სახელით რომ განსხვავდება“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ნატო ჩხეიძის თქმითვე, უსუფაშვილის დანარჩენ მარგალიტებს სხვა დროს გამოეხმაურება, თუ საამისოდ მოიცლის.

„ახლა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების წინასასესიო პერიოდია და ვფიქრობ, ოპოზიცია სულ სხვა მოთხოვნებს წავუყენებთ ახალ მთავრობას, ვიდრე ბატონ უსუფაშვილს ენიაზება,“ – წერს „ფეისბუქში“ დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო – პრემიერის პირველი კომენტარი ნიკა მელიას გინების შემდეგ
შემდეგი სტატიაბელორუსი პუტინის საახალწლო მილოცვას და ,,ბედის ირონიას,, დაბლოკავს