ბელორუსელმა ჰოკეისტმა თანაგუნდელის სიცოცხლე გადაარჩინა (ვიდეო)

ბელორუსში გამართულ ჰოკეის ჩემპიონატზე, რომლის დროსაც ჟლობინსკის “მეტალურგი” და კიევის “ბერკუტი”-ის ახალგაზრდული ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს, სპორტსმენმა თანაკლუბელის სიცოცხლე გადაარჩინა.
გუშინ გამართულ შეხვედრაზე “ბერკუტის” ჰოკეისტი ბოგდან გრიცუკი ბორტს დაეჯახა და გონება დაკარგა, სპორტსმენს კრუნჩხვები დაემართა და ყველა მონაცემით, ენა ჩაუვარდა.
სიტუაციაში ორიენტაცია არ დაკარგა თანაგუნდელმა ბელორუსმა ალექსანდრ პერესუნკომ, რომელმაც სპორტსმენს პირველადი დახმარება გაუწია. გრიცუკი გონზე მოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაში„მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის რაიმე რეპრესიული მომენტი” – ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე
შემდეგი სტატიაკადიროვს პუტინისმაისურიანი ტარასოვის გაყიდვაზე უარი განუცხადეს