ბელგოროდში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი მოკლეს

ბელგოროდის რაიონის სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაში, 5 ივნის, ღამე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი მოკლეს, – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო (GUR) ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სააგენტომ სტესევის პირადობის მოწმობა გამოაქვეყნა. GUR-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ანდრეი სტესევი რუსული არმიის “ბელგოროდის” ოპერატიული ჯგუფის უფროსია.
მანამდე კი მეთაურობდა რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების 104-ე საჰაერო სადესანტო პოლკს.
რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (RDK) და რუსეთის თავისუფლების ლეგიონის ნაწილებში, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის მხარეს, GUR-ის ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, განაცხადეს, რომ პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი მოკლეს ნოვაია ტავოლჟანკაში.
ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” ირწმუნება, რომ სტესევი “მოკვდა სროლის ბრძოლაში, როგორც ოფიცერი იარაღით ხელში”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ, რუსულ დაზვერვასთან კავშირისთვის, რვა პირს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიამთავრობის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება