ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა

რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისი ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამ არხზე გაავრცელა.

„მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბელგოროდის ოლქში დღეიდან კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს“, – წერს გლადკოვი.

აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს, მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებას, იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, სადაც გამოიყენება ასაფეთქებელი, რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური საშიში ნივთიერებები.

მანამდე, რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ დივერსიულმა ჯგუფებმა ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის პოლიციის განყოფილება დაიკავეს და რუსული პოლიციის ფორმებით გადაადგილდებიან პოლიციელთა მანქანებით ქალაქ ბელგოროდისკენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

banner
წინა სტატიაშიმიხაილ პოდოლიაკი – უკრაინას ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს
შემდეგი სტატიაГУР: რუსებმა ბელგოროდის ოლქში არსებული ბირთვული შეიარაღების საცავების ევაკუაცია დაიწყეს