ბელგიის პრემიერმა ალეპოს დაბომბვა უარყო

ბელგია არ მონაწილეობდა სირიის დასახლება ხასაჯეკის დაბომბვაში, რომელიც ალეპოსთან ახლოს მდებარეობს – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა.
“იმ ინფორმაციით, რომელიც მე მივიღე თავდაცვის სამინისტროდან, ბელგია ალეპოსთან თავდასხმაში არ მონაწილეობდა” – განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ ქვეყნის პარლამენტი უახლოეს დღეებში სამხედროებისგან სირიაში მიმდინარე მოქმედებებზე ანგარიშს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალეპოში ბელგიურმა თვითმფრინავებმა გუშინ გვიან მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა.
ბელგიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა დიდიე ვანდერჰასელტმა განაცხადა, რომ ბელგიის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ანალოგიურ უწყებასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს.
“ჩვენ ამასთანავე, უკმაყოფილო ვართ იმის გამო, რომ ინფორმაცია გამოქვეყნებამდე არ გადამოწმდა” – ვანდერჰასელტმა თქვა.
საუბარია დასახლება ხასაჯეკში ავიადარტყმაზე, რომლის შედეგადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხმა დაზიანება მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმები ბელგიურმა F-16-მა განახორციელეს.

14798823_1806231199661879_841349191_n

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური : იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კრიზისის დაძლევას მოახერხებს
შემდეგი სტატიარუსეთმა ალეპოში “ჰუმანიტარული პაუზა” 24 საათით გააგრძელა