რუსეთმა ალეპოში “ჰუმანიტარული პაუზა” 24 საათით გააგრძელა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ალეპოში “ჰუმანიტარული პაუზა” კიდევ ერთი დღე-ღამით გაგრძელდება. მისი თქმით, გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.
“ჰუმანიტარული პაუზა” დღეს დილის 08.00 საათზე დაიწყო და 19.00 საათზე უნდა შეწყვეტილიყო.
გაერომ განაცხადა, რომ ქალაქიდან ხალხის გამოსაყვანად მინიმუმ 12 საათი სჭირდება.
დღესვე რუსეთმა გაეროს აცნობა, რომ სირიის ქალაქ ალეპოს სამი დღის მანძილზე 11 საათით არ დაბომბავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი კეთილ ნებას იჩენს იმის იმედად, რომ დასავლელი პარტნიორები ბოლოსდაბლოს შეძლებენ ოპოზიციისა და ტერორისტების ერთმანეთისაგან გარჩევას -წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიბელგიის პრემიერმა ალეპოს დაბომბვა უარყო
შემდეგი სტატიათურქეთმა 200 ქურთი ბოევიკის განადგურებაზე გაავრცელა