ბელგიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი მდინარეში იპოვეს

ბელგიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი მდინარეში იპოვეს – შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია და მუდმივი კონტაქტი აქვს გარდაცვლილის ოჯახთან.

უწყების ცნობით, მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსასვენებლად. გარდაცვალების მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის საკითხზე შიდა გუნდური შეთანხმება უკვე არსებობს
შემდეგი სტატია“უფრო თამამი ნაბიჯებია აუცილებელი, რათა ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა დავათბოთ”