ბელგიაში არასრულწლოვანის ჯგუფური გაუპატიურებისთვის ხუთი მოზარდი დააკავეს

ბელგიაში არასრულწლოვანის ჯგუფური გაუპატიურებისთვის ხუთი მოზარდი დააკავეს

ბელგიაში 14 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურებისათვსი ხუთი მოზარდი დააკავეს. გოგონა ინციდენტიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს. მასზე ძალადობის კადრები ინტერნეტში გავრცელდა. მსხვერპლმა ოთხ დღეში თავი მოიკლა. პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებიდან სამი არასრულწლოვანია და ისინი არასრულწლოვნების კოლონიაში იმყოფებიან, ორი ეჭვმიტანილი კი 18 და 19 წლის არიან და მათი სასამართლო დღეს გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, გოგონა თავის მეგობარს გენტეს სასაფლაოებზე შეხვედრაზე 15 მაისს შეუთანხმდა. მეგობარი თავის ოთხ სხვა მეგობართან ერთად გამოცხადდა და გოგოს თავს დაესხნენ. თავდასხმის კადრები სოციალურ ქსელში აიტვირთა. ამან ბელგიელ პოლიტიკოსებში დიდი მღელვარება გამოიწვია. “საშინელებაა. სიტყვები არ მაქვს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ მოვუწოდებ, შეტანეთ საჩივრები” – “ტვიტერში” ბელგიის იუსტიციის მინისტრმა ვინსენტ ვან კვიკენბორნომ.
ლისბეტ სტივენსმა, რომელიც თანასწორობის საკითხებში ექსპერტია, თქვა, რომ თავდასხმა ერთეული შემთხვევა არ არის. მისი ინფორმაციით, ბელგიაში ყოველ წელს გაუპატიურების დაახლოებით 200 შემთხვევა ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
შემდეგი სტატია“ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის