“ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია შეისწავლის კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს, რომელიც თაროზეა შემოდებული.

“ქვეყანაში ქართული ოცნების პირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, დეპუტატებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის ფორმირებაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს და მინდა გითხრათ აქვე, რომ ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ველოდებით პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შემოსვლას და ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე”,- ამბობს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში არასრულწლოვანის ჯგუფური გაუპატიურებისთვის ხუთი მოზარდი დააკავეს
შემდეგი სტატიაომბუდსმენი ნინოწმინდაზე: გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც მიმდინარეობს