ბედნიერი ვარ რომ ამდენ ხალხს გხედავთ- ბუბა კიკაბიძის პირველი მიმართვა ამომრჩევლებს

ბედნიერი ვარ რომ დღეს ამდენ ხალხს ვხედავ ერთად თბილისში – ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ამომრჩევლებს მიმართა.

ეს არის კიკაბიძის პირველი საჯარო გამოჩენა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ის პირველ ნომრად დაასახელა.

სახალხო არტისტმა შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვების იმედი გამოთქვა – “ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება”- მიმართა კიკაბიძემ ხალხს, რის შემდეგაც მან მისვე დაწერილი სიმღერა შეასრულა

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ვგმობ, სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ