ზაალ უდუმაშვილი – ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ

ყველა ვხედავთ, როგორ გამეფდა ქვეყანაში უსამართლობა, როგორ დააჩოქა ივანიშვილმა ჩვენი სასამართლო, ყველა ვხედავთ, როგორ გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა, როგორ ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ერთად გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“.

„31 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ. ძალიან მძიმე 8 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ყველა ვხედავთ, როგორ გამეფდა ქვეყანაში უსამართლობა, როგორ დააჩოქა ივანიშვილმა ჩვენი სასამართლო, ყველა ვხედავთ, როგორ გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა, როგორ ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა. ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილები ვართ. არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს. მეგობრებო, წინ მართლაც ისტორიული არჩევნები გველოდება. ახლა საჭიროა ერთ მუშტად შეკვრა და ჩვენი ნების გამოხატვა. მჯერა, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბედნიერი ვარ რომ ამდენ ხალხს გხედავთ- ბუბა კიკაბიძის პირველი მიმართვა ამომრჩევლებს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა