ბებერი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პუტინი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და სჯერა, რომ მისმა ჯარისკაცებმა მართლა აიღეს სევეროდონეცკი – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ „ბებერი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პუტინი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და სჯერა, რომ მისმა ჯარისკაცებმა მართლა აიღეს სევეროდონეცკი“.

„რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სევეროდონეცკი სრულიად აიღეს, სიცრუეა. მართალია, რთული ვითარება გვქონდა და რუსებმა და ქალაქის 70% აიღეს, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა მტერი გარკვეული პოზიციებიდან განდევნეს. ოკუპანტები იერიშებს ვერ იწყებენ, ეშინიათ, ბოლო ორი დღის განმავლობაში სერიოზული ზარალი მივაყენეთ. 8 კაცი ტყვედ ავიყვანეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ბებერი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პუტინი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და სჯერა, რომ მისმა ჯარისკაცებმა მართლა აიღეს სევეროდონეცკი“, – განაცხადა გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატები უკრაინაში საბჭოთა Mi-17 ვერტმფრენებს აგზავნის
შემდეგი სტატიაუკრაინა უნგრეთის პარლამენტის სპიკერს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობის გამოქვეყნებას სთხოვს