უკრაინა უნგრეთის პარლამენტის სპიკერს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობის გამოქვეყნებას სთხოვს

უკრაინა უნგრეთის პარლამენტის სპიკერს, ლასლო კევერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობის გამოქვეყნებას სთხოვს.

ეს მოთხოვნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ მას შემდეგ გააჟღერა, რაც უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან უნგრეთის პრეზიდენტის კრიტიკა, მის “ფსიქოლოგიურ პრობლემებზე” მიუთითებს.

ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ლასლო კევერის ნათქვამის შეფასება სწორედ მის ჯანმრთელობის ცნობაში დაფიქსირებულ დასკვნაზეა დამოკიდებული.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უნგრეთის პარლამენტის სპიკერს ლასლო კევერს ელოდება, რომ გამოაქვეყნებს ცნობას მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბატონი კევერის სიტყვების შემდგომი შეფასება პირდაპირ დამოკიდებულია მოწმობაში დაფიქსირებულ დასკვნაზე”, – წერს ნიკოლენკო.

banner
წინა სტატიაშიბებერი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პუტინი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და სჯერა, რომ მისმა ჯარისკაცებმა მართლა აიღეს სევეროდონეცკი – გაიდაი
შემდეგი სტატიაუნგრეთი უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას კვლავ აგრძელებს – სტეფანჩუკი